შალვა პაპუაშვილი ბელარუსის ელჩს, ნიკოლაი როგაშჩუკს შეხვდა.
“შეხვედრაზე ბელარუსის ელჩმა საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა დაადასტურა და საქართველოსა და ბელარუსს შორის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების ტენდენციებზე ისაუბრა.
ელჩს მადლობა გადავუხადე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის.
მიმოვიხილე საქართველოს საგარეო პოლიტიკისა და ეკონომიკური განვითარების ძირითადი პრიორიტეტები, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებას საშუალებას აძლევს
, მშვიდობიანი გზებით, იბრძოლოს საქართველოს ეროვნული ინტერესების, მათ შორის, უპირველეს ყოვლისა, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის, ასევე, მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდისათვის.
შევთანხმდით საქართველოსა და ბელარუსის პარლამენტებს შორის თანამშრომლობის შემდგომ განვითარებაზე საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფების ფორმატში.
ბელარუსის ელჩს საქართველოში მის საქმიანობაში წარმატება ვუსურვე” – წერს პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

