23 წლის თამარ ბაჩალიაშვილს დღეს დაკრძალავენ. გარდაცვლილი ფონიჭალის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში ცოტა ხნის წინ გადაასვენეს.
ამ დროისთვის ბაჩალიაშვილის ოჯახი ქიმიური ექსპერტიზის დასკვნას ელოდება. დაახლოებით 2 კვირაში გახდება ცნობილი, ბაჩალიაშვილი მოკლეს თუ იგი მედიკამენტების ზემოქმედების ქვეშ გარდაიცვალა.
ბაჩალიაშვილს მამას დაზარალებულის სტატუსი მიანიჭეს.
შეგახსენებთ, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით ცხედარი ავტომობილის უკანა სავარძელზე იპოვეს.
გარდაცვლილის მამა აცხადებს, რომ შემთხვევა შესაძლოა სამსახურს უკავშირდებოდეს.
მანამდე, კომპანია “ზეგ”-ის დირექტორმა თამარ კობერიძემ, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა, განცხადება გაავრცელა.