“ფიზიკურად მე არ მინახავს არც ის წერილი, არც ანაბარი. მაგ ანაბარის მიმართაც ძალიან ბევრი კითხვები ჩნდება. თუ ანაბარს მიუთითებდა, მაშინ დატოვებდა ბარათს და პინ კოდსაც. ძალიან ბევრი კითხვებია გამოძიებასთან”
კობა თამაზაშვილი, თამარ ბაჩალიაშვილის ბიძა
შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილს დღეს დაკრძალავენ.
23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით ცხედარი ავტომობილის უკანა სავარძელზე იპოვეს.
გარდაცვლილის მამა აცხადებს, რომ შემთხვევა შესაძლოა სამსახურს უკავშირდებოდეს.
მანამდე, კომპანია “ზეგ”-ის დირექტორმა თამარ კობერიძემ, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა, განცხადება გაავრცელა.