aviabiletebi
მთავარი ციტატა

“ყველაზე დიდი ვერაგობაა, როდესაც ინფორმაციები გაჟონავს და ყველა მერე ამით თავს იზღვევს” – ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი

“როგორ აღმოჩნდა იქ მანქანა და არის ძალიან ბევრი ისეთი ნიუანსი რომელზეც, ჯერ წინასწარ არ გავცემ პასუხს. ყველაზე დიდი ვერაგობაა, როდესაც ინფორმაციები გაჟონავს და ყველა მერე ამით თავს იზღვევს. მერწმუნეთ ყველას გეცოდინებათ ის რაც მართლაც თქვენს ინტერესებსაც დააკმაყოფილებს, მაგრამ დაცული ვიქნებით და პირველ რიგში სამართლიანობა აღდგება. დაუსჯელი არავინ არ დარჩება. ყველას ინტერესი იქნება დაკმაყოფილებული”

aviabiletebi
ავიაბილეთები

მიხეილ რამიშვილი, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი

“პირველი არხი”

შეგახსენებთ, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით ცხედარი ავტომობილის უკანა სავარძელზე იპოვეს.

გარდაცვლილის მამა აცხადებს, რომ შემთხვევა შესაძლოა სამსახურს უკავშირდებოდეს.

მანამდე, კომპანია “ზეგ”-ის დირექტორმა თამარ კობერიძემ, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა, განცხადება გაავრცელა.

იტვირთბა....