ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

შაქარაშვილის საქმეში აღმოჩენილი ტელეფონის ნომერი, სავარაუდოდ ძალოვან უწყებაზე გაცემული სპეციალური ნომერია – “ფორმულა”

19 წლის ფეხბურთელის საქმეში აღმოჩენილი ტელეფონის ნომერი, მაღალი ალბათობით, ძალოვან უწყებაზე გაცემული სპეციალური ნომერია. ტრაგიკულ ღამეს დაპირისპრებულ მხარეებთან  ამ ნომრიდან 113 ზარი ფიქსირდება, თუმცა უცნობი ნომერი ამჟამად გაუქმებულია და ამ დრომდე არ არის გარკვეული, ვის ეკუთვნის ეს ნომერი.

სატელეფონო ამონაწერებიდან ირკვევა, რომ საქმეში ფიგურირებს ნომერი, რომელიც ეკონტაქტებოდა, როგორც ნახალოვკელ ახალგაზრდებს, ისე საბურთალოელებს. თუმცა, ეს ნომერი აღარ არსებობს.

ერთი ვერსიით, ნომერი ე.წ. ტექნიკური ნომერია – და ამონაწერში იმ შემთხვევაში ფიქსირდება, თუ ადრესატის ტელეფონი გამორთულია. მეორე ვერსიით კი, საუბარია ე.წ. სპეცნომერზე, რომელიც სისტემაში აღრიცხული არაა. შესაბამისად, ამონაწერში არ ხდება იმის დაფიქსირება, ვისი ინიციატივით შედგა ზარი და ასევე უცნობი რჩება, ვის ეკუთვნის ნომერი. ამის შესახებ ინფორმაციას “ფორმულა” ავრცელებს.

მათივე ცნობით, დიდი ალბათობით, ეს ნომერი 2013 წლის შემდეგ ძალოვან უწყებაზეა გაცემული.  ვის შეიძლება ეკუთვნოდეს ნომერი, რომლის მფლობელი 18 და 19 ივნისს  ორ დაპირისპირებულ მხარესთან აქტიურ კონტაქტს ამყარებდა, არ იციან ბრალდებულების ადვოკატებმაც.

ცნობისათვის, გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 22 ივნისს, ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე არაგვში იპოვეს. საქმეზე 17 ადამიანია დაკავებული.

იტვირთბა....