ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

შაქარაშვილის საქმეში ფიგურირებს ტელეფონის უცნობი ნომერი, რომელიც ამჟამად გაუქმებულია – ვის ეკუთვნის ეს ნომერი

19 წლის ფეხბურთელის საქმეზე, სატელეფონო ამონაწერებიდან ირკვევა, რომ საქმეში ფიგურირებს ნომერი, რომელიც ეკონტაქტებოდა, როგორც ნახალოვკელ ახალგაზრდებს, ისე საბურთალოელებს. თუმცა, ეს ნომერი აღარ არსებობს. ამის შესახებ ინფორმაციას “ფორმულა” ავრცელებს. როგორც „პოლიტმეტრმა“ გაარკვია, ამ კონკრეტულ ნომერზე დარეკვა უკვე შეუძლებელია – უცნობია ვის ეკუთვნის ნომერი.

მათივე ცნობით, ნომერი მხოლოდ ერთი გზით უქმდება – ის მფლობელმა უნდა გააუქმოს. ამისთვის კი არსებობს სპეციალური პროცედურა – ქსელში ჩართული სატელეფონო ნომერი მხოლოდ მფლობელის განცხადების საფუძველზე შეიძლება გაუქმდეს. საქმეში ამ ეტაპზე არსებული მასალებით ჩანს, რომ უცნობი ნომრის მფლობელი დადგენილი არაა და, შესაბამისად, არ გამოკითხულა პირი, ვინც 18-19 ივნისს აქტიურად ამყარებდა კონტაქტს ორ დაპირისპირებულ მხარესთან.

ცნობისათვის, გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 22 ივნისს, ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე არაგვში იპოვეს. საქმეზე 17 ადამიანია დაკავებული.

იტვირთბა....