ახალი ამბები მთავარი ციტატა

“თუ საქმე წავა სუიციდის მიმართულებით კითხვის ნიშნები წამოიქმნება” – ჯიშკარიანი ბაჩალიაშვილის გარდაცვალებაზე

“თუ საქმე წავა სუიციდის მიმართულებით ცოტა კითხვის ნიშნები წამოიქმნება, თუმცა ახლა ვერც ვერაფერს ვადასტურებ, ვერც ვერაფერს გამოვრიცხავ. გამოძიების მასალებზე იქნება დამყარებული კომპლექსური ექსპერტიზა და ჩვენს სტრატეგიას, რა თქმა უნდა, დაზარალებულ ოჯახთან და ადვოკატთან ერთად განვიხილავთ.”

მარიამ ჯიშკარიანი – წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრის “ემპათიას” ხელმძღვანელი

ამის შესახებ ჯიშკარიანმა “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიებაში “ემპათიას” ექსპერტი გალინა კარმოშინა ჩაერთვება.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

მიხეილ რამიშვილის განცხადებით ცხედარი, ავტომობილის უკანა სავარძელზე იპოვეს.

გარდაცვლილი ახალგაზრდა გოგოს მამა აცხადებს, რომ შემთხვევა შესაძლოა სამსახურს უკავშირდებოდეს.

მანამდე, კომპანია “ზეგ”-ის დირექტორმა თამარ კობერიძემ, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა, განცხადება გაავრცელა.

იტვირთბა....