23 წლის გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის LINKEDIN-ის პროფილიდან ირკვევა, რომ ის გარდა ZAG-ისა, 2019 წლის ოქტომბრიდან კომპანია SPRYFLASH-იც მუშაობდა.
სავარაუდოდ, ბაჩალიაშვილი აღნიშნულ კომპანიაში ე.წ. აუთსორსინგის სისტემით მუშაობდა, რადგან SPRYFLASH-ის ოფისი საქართველოში არ იძებნება.
რაც შეეხება კომპანიის საქმიანობას, ის არის ავსტრიული დეველოპერული ფირმა, სადაც იქმნება გარკვეული გადაწყვეტილებები ბიზნესისთვის, მუშაობენ ციფრულ პლათფორმებზე. ასევე, ვებ აპლიკაციებზე, სამომხმარებლო ვებ პორტალებსა და ERP სისტემებზე.
თამარ ბაჩალიაშვილის უშუალო პოზიცია SPRYFLASH-ში იყო PHP დეველოპერი.
“მეტრონომი” ცდილობს დაუკავშირდეს აღნიშნულ კომპანიას დამატებითი ინფორმაციის მოსაპოვებლად.
შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.
ადვოკატ, მიხეილ რამიშვილის განცხადებით ცხედარი, ავტომობილის უკანა სავარძელზე ნახეს.
გარდაცვლილი ახალგაზრდა გოგოს მამა აცხადებს, რომ შემთხვევა შესაძლოა სამსახურს უკავშირდებოდეს.
მანამდე, კი კომპანია “ზეგ”-ის დირექტორმა თამარ კობერიძემ, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა, განცხადება გაავრცელა.
ნინო მართალიშვილი