ახალი ამბები მთავარი სამართალი

“პირის ღრუს და ტუჩს შორის არის განსხვავება თუ არა?”- გეჯაძე “მთავარ არხზე” გასულ გადაცემას ეხმაურება

დამოუკიდებელი ექსპერტი, ალექსანდრე გეჯაძე “მთავარ არხზე” გასულ გადაცემას ეხმაურება, სადაც ნიკა გვარამიამ გარდაცვილილი ფეხბურთელის საქმესთან დაკავშირებით, უკრაინელი ექსპერტი, გალინა კარმოშინა მიიწვია.

როგორც გეჯაძე აცხადებს, ექსპერტს არასწორი თარგმანი მიაწოდეს.

“მთავარი აქცენტი მიდის საით, რომ შაქარაშვილი ოთხი დღე არ იყო წყალში, მთელი რიგი მიზეზების გამო და ერთ-ერთი მიზეზი ეს არის, პირის ღრუს გამოშრობითი პროცესები. ჯერ ერთი პირის ღრუს გამოშრობაზე საერთოდ ლაპარაკი არ არის ამ ექსპერტის დასკვნაში. კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ არასწორი თარგმანი მიაწოდეს, ან შეცდომაში შეიყვანეს არასწორად, ან არ ვიცი რასთან გვაქვს საქმე. გამოშრობაზე საუბრობენ, თუ სითხეში იყო და ამოიყვანეს როგორ იქნებოდა გამომშრალიო? ახლა რა წერია ამასთან მიმართებაში დასკვნაში: პირი ნახევრად ღიაა, ქვემო ტუჩის მიდამოში, მარჯვნივ ქობისა და ლორწოვანის საზღვარზე ვიწრო ზოლის სახით გამოხატულია გამოშრობა. ეს არის ჩვეულებრივი ნიშანი, გვამური მოვლენა. ეს არის ზოლისებრი გამოშრობილი უბანი. პირის ღრუს და ტუჩს შორის არის განსხვავება თუ არა. აქ ლაპარაკია ტუჩზე და არა პირის ღრუზე”, – განაცხადა გეჯაძემ.

როგორც გეჯაძემ აღნიშნა, უკრაინელი ექსპერტი შეცდომაში შეიყვანეს.

შეგახსენებთ, რომ 19 ივლისს “მთავარ არხზე” გასულ გადაცემაში, უკრაინელმა სასამართლო ექსპერტმა გალინა კარმოშინამ განაცხადა, რომ წყალში პოვნისას 19 წლის ფეხბურთელი მაქსიმუმ 48 საათის გარდაცვლილი იყო.

ახალგაზრდა ფეხბურთელი 4-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.

მისი გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცველებმა 17 ადამიანი დააკავეს. ყველა მათგანს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ცნობისთვის, 10 ივლისს ფეხბურთელის საქმეზე ექსპერტიზის დასკვნა გახდა ცნობილი. როგორც დასკვნაში ვკითხულობთ, სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით, თუმცა მას სხეულზე სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.

იტვირთბა....