Apnews.com -ის ცნობით, სასამართლოს გადაწყვეტილებით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ „რადიო თავისუფლებას“ 12 მილიონი დოლარი უნდა გამოუყოს. შესაბამისი განკარგულება, რომელიც ფედერალურმა მოსამართლე რაის ლამბერტმა გასცა.
სასამართლომ დაასკვნა, რომ ტრამპის ადმინისტრაციას არ აქვს უფლება ერთი პიროვნული გადაწყვეტილებით მოახდინოს კონგრესის მიერ „რადიო თავისუფლების“ ფუნქციონირებისთვის გამოყოფილი თანხების ბლოკირება.
შეგახსენებთ, აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტოს მიერ რადიო თავისუფლების დაფინანსების შეწყვეტის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ რამდენიმე საათით ადრე ხელმოწერილი აღმასრულებელი ბრძანება, შვიდი ფედერალური სააგენტოს, მათ შორის USAGM-ის შემცირებაზე მხოლოდ კანონით და საწესდებო დებულებებით მოთხოვნილ დონემდე.