ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“არ ვიცი, რამდენად არის მისალოცი, როცა ვუყურებთ, რა დღეშია ჩვენი თავდაცვის ძალები” – სალომე ზურაბიშვილი

მინდა მივულოცო ჩვენი თავდაცვის ძალებს დღევანდელი დღე, თავდაცვის ძალების დღე. არ ვიცი, რამდენადაა მისალოცი, როცა ვუყურებთ, თუ რა დღეშია ჩვენი თავდაცვის ძალები, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

ზურაბიშვილის თქმით, საქართველოს დამოუკიდებლობაც ბევრად დამოკიდებულია იმაზე, რა დღეშიც არის დღეს თავდაცვის ძალები.

“მინდა მივულოცო ჩვენი თავდაცვის ძალებს დღევანდელი დღე, თავდაცვის ძალების დღე. არ ვიცი, რამდენად არის მისალოცი , როცა ჩვენ ვუყურებთ რა დღეშია ჩვენი თავდაცვის ძალები. ერთის მხრივ, ის დისკრედიტაცია  და შეურაცხყოფა რაც მოუწყვეს ე.წ. კომისიაში, მეორეს მხრივ შეიძლება კიდევ უფრო მძიმე იყოს, ჩვენთვის და მომავლისთვის ის ფაქტი, რომ დღევანდელ დღეს აღარ ტარდება რაც ერთი ის საერთაშორისო წვრთნები, რითაც ჩვენი ჯარები ამდენი ხანი , ბოლო წლებში ვითარდებოდა და მისი სტანდარტების ამაღლება ამაზე იყო დამოკიდებული. ეს არის ძალიან დიდი ტკივილი მთელი ქვეყნისთვის იმიტომ, რომ ჩვენი სუვერენობა, ჩვენი დამოუკიდებლობა, ჩვენი შინაგანი დამოუკიდებლობაც ბევრად დამოკიდებულია იმაზე, რა დღეში არის ჩვენი თავდაცვის ძალები.” – განაცხადა ზურაბიშვილმა.

იტვირთბა....