გამოცემა Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინამ აშშ-თან მინერალების შესახებ შეთანხმებას, შესაძლოა, ხელი დღეს მოწეროს.
არსებული ცნობებით, უკრაინის ეკონომიკის მინისტრი, იულია სვირიდენკო ვაშინგტონში ხელმოწერისთვის მიემგზავრება.
Bloomberg-ის მიხედვით, “მხარეები უკრაინის სამთო მრეწველობაში, ენერგეტიკასა და მასთან დაკავშირებულ ტექნოლოგიურ პროექტებში ინვესტიციების გასაზრდელად შესაბამისი პირობების შექმნას შეეცდებიან“.
უკრაინულ მედიასთან აღნიშნულ თემაზე კომენტარს აკეთებს რადას დეპუტატი, იაროსლავ ჟელეზნიაკიც, რომელმაც განაცხადა, რომ მინერალების შესახებ შეთანხმებას ხელს ძალიან მალე მოაწერენ.
ცნობისთვის, ამერიკასა და უკრაინას შორის მინერალების შესახებ შეთანხმება უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თეთრ სახლში ვიზიტის დროს უნდა გაფორმებულიყო, თუმცა ოვალურ კაბიენტში, ტრამპისა და ზელენსკის კონფლიქტის შედეგად, უკრაინის პრეზიდენტმა თეთრი სახლი ხელმოწერის გარეშე დატოვა.