ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“სად არის ქალი?! სად არიან ქალები?! ცრემლებს რომ ღვრიდა თალაკვაძე ყოველი მეოთხე ქალი იქნებაო” – უგულავა “ოცნების” მაჟორიტარების წარდგენაზე

მმართველმა პარტიის მიერ საპარლამენტო არჩევნებზე მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატების დაასახელაბას, “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა გამოეხმაურა.

როგორც უგულავამ “ტვ პირველის” პირდაპირ ეთერში განაცხადა, ივანიშვილი სიას “პატრონ-ყმობის ლოგიკით” მიუდგა, რადგან მას ადგილებზე ფულიანი, მინი ოლიგარქები სჭირდება.

“ივანიშვილი მიუდგა პატრონ-ყმობის ლოგიკით იმიტომ, რომ მას სჭირდება ადგილებზე ფულიანი, მინი ოლიგარქები, რომელსაც საგადასახადოთი, სუს-ით და პროკურატურით დააშანტაჟებს. ამ პრინციპითაა ყველა იქ შერჩეული. ეს ვიღაც ობელაშვილი, რომელსაც მერაბიშვილის კაციაო რომ ატენიდნენ, ნებისმიერი ყურით უჭირავს. ტალახში ჩააწობს, ფელამუშივით ამოაწობს. გათხვრილი ადამიანები, რომლებიც მარტო პატრონ-ყმობის ნიშნით არიან შერჩეული და ერთადერთი მარტო უნდა დააჭირონ იმ რაღაც სისულეებს, რასაც ივანიშვილი უბრძანებს.

როგორი მატყუარებიც და თაღლითებიც არიან გამოვლინდა ქალებთან დამოკიდებულებაში. ცრემლებს რომ ღვრიდა თალაკვაძე ყოველი მეოთხე ქალი იქნებაო. სად არის ქალი? სად არიან ქალები? მაჟორიტარი რატომ არ არიან ქალები”,- განაცხადა უგულავამ.

შეგახსნებეთ, რომ დღეს “ქართულმა ოცნებამ” კოჯორში, საპარლამენტო არჩევნებზე მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატები დაასახელა.

ყრილობა, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ გახსნა და შემდეგ სიტყვა ბიძინა ივანიშვილს გადასცა.

იტვირთბა....