“ტოიოტა ქამრის მგზავრებს არც ამირხანაშვილთან და არც შაქარაშვილთან არანაირი პრეტენზია არ ჰქონდათ. შესაბამისად, მასთან მიმართებით არანაირ ძალადობას ადგილი არ ექნებოდა ისევე, როგორც არც ამირხანაშვილთან მიმართებაში”
გიორგი გელხაური, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი არასრულწლოვანის ადვოკატი
TV პირველი, “დღის ამბები”
შეგხსენებთ, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებიდან ერთი თვე გავიდა. ექსპერტიზის დასკვნით, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით. ამ დროისთვის დაკავებულია 17 პირი. გამოძიება აქტიურად კითხავს საქმის ფიგურანტებს. გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი მოწმის ჩვენებიდან ირკვევა, რომ ფეხბურთელს ინციდენტის დროს მდინარე არაგვამდე ვახო ჩიქოვანი მისდევდა.