გიორგი შაქარაშვილის საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ მას ინციდენტის დროს, მდინარე არაგვამდე ვახო ჩიქოვანი მისდევდა. ამის შესახებ ჩვენება გამოძიებას ინციდენტის ადგილზე მყოფმა, ვახო ჩიქოვანის არასრულწლოვანმა მეგობარმა მისცა.
ამასთან, გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცავებმა ვახტანგ ჩიქოვანის საცხოვრებელ ბინაში ჩხრეკა ჩაატარეს. სამართალდამცველები ჩიქოვანის ბინაში ელექტრონულ საათს ეძებდნენ, თუმცა ვერ ნახეს.
არსებული ინფორმაციით, ეს ელექტრონული საათი გამოძიებისთვის მნიშვნელოვან მტკიცებულებას წარმოადგენს, ვინაიდან მას ფოტო-ვიდეო გადაღება და აუდიოს ჩაწერა შეეძლო.
ცნობისთვის, გიორგი შაქარაქშვილის გარდაცვალებიდან ერთი თვე გავიდა. ამ დროისთვის დაკავებულია 17 პირი. გამოძიება აქტიურად კითხვას საქმის ფიგურანტებს.