„ჩემი კამერა ძალიან მიყვარს და მაგის უსაფრთხოება უზრუნველვყავი, როცა ზევით ავედი მეორე სართულზე. ჩავდე ჩანთაში კამერა. იმ შენობიდან გადახედვა არ მიცდია, რომ დავენახე ამოვიდოდნენ. დავრეკე 112-ში. მერე ველაპარაკე ოპერატორს, გუგლ მეპზე რაც ვნახე, ქებაბ ჰაუსი, ის ვუთხარი ოპერატორს. ხმაური ისმოდა, მაგრამ გარკვევით რას ამბობდნენ, ვერ გავიგებდი. როცა გადმოვიდნენ მანქანიდან, პირდაპირ ჩხუბზე გადმოვიდნენ, მაგ დროს დარტყმა არ დამინახავს, მაგრამ დიდ გულზე იყო. სახეზე არ შემიხედავს, რკინა დავინახეთ და ყველა გავიქეცით. გიორგის დაკარგვა და იქ რა მოხდა, არ ვიცოდი. ესეთი რაღაც რომ მოხდა, ძალიან განვიცდი, მაგრამ არ შემიძლია გამოხატვა, ასეთი ვარ…”
იაკობ ბრეგვაძე, გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი მოწმე, ე.წ. ფოტოგრაფი
ტელეკომპანია “ფორმულა”, გადაცემა “შაბათის ფორმულა”
შეგახსენებთ, 19 ივნისის ღამის დეტალებზე საუბრობს წვეულების იუბილარი, ანა გაბეჩავაც. მისი თქმით, საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ვახო ჩიქოვანი ძალიან ნაცემი იყო, მას თავი ჰქონდა ჩატეხილი. გაბეჩავას თქმით, მან დანახა როგორ ჩაარტყეს ჩიქოვანს ქვა თავში.
ცნობისთვის, გიორგი შაქარაქშვილის გარდაცვალებიდან ერთი თვე გავიდა. ექსპერტიზის დასკვნით, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით. ამ დროისთვის დაკავებულია 17 პირი. გამოძიება აქტიურად კითხვას საქმის ფიგურანტებს. გიორგი ძაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი მოწმის ჩვენებიდან ირკვევა, რომ მას ინციდენტის დროს, მდინარე არაგვამდე ვახო ჩიქოვანი მისდევდა.