მთავარი ციტატა

“ჩიქოვანი იყო ძალიან ნაცემი, მართლა ძალიან ნაცემი იყო და გამოიძახეს მგონი სასწრაფო”- გაბეჩავა

“მე ყველა პირს ვიცნობდი იქ, რაღაც შეხება მაინც მქონდა, მაგრამ იყო ბევრი ისეთი, რომელიც არ იყო დაპატიჟებული და ისე მოვიდა. შაქარაშვილი ჩემი მეგობრის მეგობარი იყო და იქიდან დავპატიჟეთ. ვიცოდი, რა თქმა უნდა, რომ მოსვლას აპირებდა. 3-4-ჯერ მყავდა ნანახი, კარგი ურთიერთობა არ მქონია, მაგრამ ვიცნობდი. მე არ მიმიწერია, ჩემმა მეგობარმა ლიზი ნადირაძემ მისწერა, უბრალოდ მე ვიცოდი რომ მოდიოდა .

ანი გაბეჩავა – გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის ერთ-ერთი მოწმე

ამის შესახებ გაბეცავამ ტვ “პირველტან” ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ვახო ჩიქოვანი ძალიან ნაცემი იყო, მას თავი ჰქონდა ჩატეხილი. გაბეჩავას თქმით, მან დანახა როგორ ჩაარტყეს ჩიქოვანს ქვა თავში.

„ჩიქოვანი იყო ძალიან ნაცემი, მართლა ძალიან ნაცემი იყო და გამოიძახეს მგონი სასწრაფო, მაგრამ სად გამოიძახეს და ვინ, არ მახსოვს. ვახო ჩიქოვანი არ ვიცი ვინ დაპატიჟა. მე არ ვიცნობ ვახო ჩიქოვანს, უბრალოდ ჩემი სკოლელი იყო, ჩემზე უფროსია და უბნელები ვიყავით. არანაირი კონტაქტი არ მქონია არასდროს, სავარაუდოდ, რომელიღაცამ დაპატიჟა, ბიჭებმა, „ნახალოვკელებმა“ და ამოვიდნენ, რამდენიმე ბიჭი მასთან ერთად, რომელსაც არც მე არ ვიცნობდი,:

ცნობისთვის, გიორგი შაქარაქშვილის გარდაცვალებიდან ერთი თვე გავიდა. ამ დროისთვის დაკავებულია 17 პირი. გამოძიება აქტიურად კითხვას საქმის ფიგურანტებს.

გიორგი ძაქარაშვილის საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ მას ინციდენტის დროს, მდინარე არაგვამდე ვახო ჩიქოვანი მისდევდა.

 

იტვირთბა....