ახალი ამბები მთავარი

ფოთში 88 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ნანა მხეიძის განცხადებით, ფოთიდან „პისიარ“ კვლევისთვის გაგზავნილი 88 პირის კვლევის შედეგი ცნობილია – არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუდგინდა. ისინი შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები არიან.

მხეიძის თქმით, შსს-ს წარმომადგენელთა ბიოლოგიური ნიმუშები ლაბორატორიაში კვლევისთვის დღეს დილით გაიგზავნა.

„ჩვენ გამოვიკვლიეთ 88 პირი. ისინი სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლები არიან. აღნიშნული კვლევა გეგმურია და პრევენციული მიზნით ხორციელდება. როგორც ველოდით, არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუდგინდა“, – განაცხადა ნანა მხეიძემ.

იტვირთბა....