“დღეს ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ რომ არარეალური რაღაცეები ხდება. ერთხელ გაგდებული პროკურორი ივანიშვილმა მოატრიალა და მეორედ დანიშნა(შოთაძე), აქ, ჩვენს ქვეყანაში არარეალური არაფერი ხდება. მაგრამ თუ გიორგობიანი არ იქნება დროებით ჩამოშორებული გამოძიების დამთავრებამდე და ვიდრე არ იქნება პასუხი ფოტოაპარატიდან როგორ წაიშალა მასალა, პასუხისმგებლობა გადავა გომელაურზე და ის იქნება პასუხისმგებელი.”
ზვიად კუპრავა – “სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის” ხელმძღვანელი
ამის შეახებ კუპრავამ “დღის ამბებში” სტუმრობისას განაცხადა.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ზვიად კუპრავამ სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი მთავარი მოწმე იაკობ ბრეგვაძე, იფივე ფოტოგრაფი, ძალოვანი უწყების მოქმედი და ცნობილი მაღალჩინოსნის ოჯახის წევრია და სწორედ ამას უკავშირდება მისი შეცვლილი ჩვენებები და ფოტოაპარატიდან წაშლილი მასალა.
ამ დღესვე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზგადოებასთან ურთერთობის უფროსმა ნინო გიორგობიანმა სოციალურ ქსელში განცხადება გავრცელა და დაადასტურა, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი მოწმე, იაკობ ბრეგვაძე, იგივე ფოტოგრაფი მისი ნათესავია.