ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ცნობილი გახდა, რომელი მაღალჩინოსნის ნათესავია შაქარაშვილის საქმის მოწმე ე.წ. ფოტოგრაფი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზგადოებასთან ურთერთობის უფროსი ნინო გიორგობიანი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და ადასტურებს, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი მოწმე, იაკობ ბრეგვაძე, იგივე ფოტოგრაფი მისი ნათესავია.

როგორც გიორგობიანი წერს, ამ საქმეში იაკობ ბრეგვაძე მხოლოდ დაზარალებულია.

“პირველ რიგში, უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ 18 ივნისს მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით და ვუსამძიმრებ ოჯახს. ვადასტურებ, რომ ამ საქმის ერთ-ერთი დაზარალებული, ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე არის ჩემი ნათესავი, უფრო ზუსტად მამაჩემის დის შვილიშვილი. დაზარალებულის დამნაშავედ გამოცხადება არ მიკვირს იმ ადამიანებისგან, ვინც წლების მანძილზე, უმძიმეს დანაშაულში მხილებული თანაგუნდელების უდანაშაულობას უმტკიცებდა საზოგადოებას.

იაკობ ბრეგვაძე ამ საქმეში არის დაზარალებული და ამ რეალობას ვერაფერი შეცვლის. ის ერთადერთია რომელმაც პოლიცია გამოიძახა. ბოლო დღეების განმავლობაში ვხედავ, როგორ ხდება მის მიმართ ცრუ ინფორმაციების გავრცელება და როგორც ჩანს ახლა ახალი კამპანიის აგორება არის გადაწყვეტილი.
ამასთან ერთად, მოსალოდნელი სპეკულაციების თავიდან აცილების მიზნით, თავს ვალდებულად ვთვლი, საჯაროდ განვაცხადო, რომ იაკობ ბრეგვაძის ამ საქმესთან შემხებლობის შესახებ, მე მხოლოდ 22 ივნისს, მისი დედისგან შევიტყვე, რისი გადამოწმებაც, უმარტივესად არის შესაძლებელი.
არ გამოგივათ! იაკობ ბრეგვაძე დაზარალებულია!

დარწმუნებული ვარ გამოძიება ყველა კითხვას გასცემს პასუხს,”- წერს გიორგობიანი.

ცნობისთვის, დღეს “სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის” ხელმძღვანელმა ზვიად კუპრავამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ იაკობ ბრეგვაძე ძალოვანი უწყების მოქმედი და ცნობილი მაღალჩინოსნის ოჯახის წევრია და სწორედ ამას უკავშირდება მისი შეცვლილი ჩვენებები და ფოტოაპარატიდან წაშლილი მასალა.

იტვირთბა....