ახალი ამბები მთავარი სამართალი

ვინ უკავშირდებოდა შაქარაშვილის საქმის მოწმეს ე.წ. ფოტოგრაფს მომხდარი ინციდენტიდან მომდევნო დღეებში და რატომ წაშალა მან ფოტომასალა

“სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის” ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა “მეტრონომთან” გიორგი შაქარაშვილის საქმეზე, კონკრეტულად კი, არაგვის ხევის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტზე საუბრობს და სტანდალურ ინფორმაციას ავრცელებს.

კუპრავამ ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი მთავარი მოწმე იაკობ ბრეგვაძე, იფივე ფოტოგრაფი, ძალოვანი უწყების მოქმედი და ცნობილი მაღალჩინოსნის ოჯახის წევრია და სწორედ ამას უკავშირდება მისი შეცვლილი ჩვენებები და ფოტოაპარატიდან წაშლილი მასალა.

კუპრავას ინფორმაციით, მოქმედი მაღალჩინოსანი ფოტოგრაფის ახლო ბიძაშვილია და ინციდენტის დროს სწორედ მასთან გქონდა პირდაპირი კავშირი, სწორედ აღნიშნულმა მაღალჩინოსანმა გამოაგზავნა  კრიმინაური პოლიციის მანქანა(“შკოდა”) და ადგილიდან ფოტოგრაფის ევაკუაცია მოახდინა.

კუპრავა ფოტოგრაფის მიერ მასალების წაშლის მოტივზეც საუბრობს და აცხადებს, რომ ამის მიზანი კონკრეტული ადამიანების დანაშაულებრვი ქმედებების დამალვა იყო, რომლებიც არაფორმალური ხელსუფლების პირებთან ახლო კავშირში იმყოფებიან.

“აქ ცალსახაა ინტერესი, როდესაც ბერაზე და მის საძმაკაცოზეა საუბარი, ცალსაა აქ უკვე, რა ინტერესი შეიძლება ჰქონოდა სახელმწიფოს ამ საქმეზე მტკიცებულებების წაშლით. ფოტოგრაფის მტკიცებულებებით შეიძლება გაიხსნას საქმე, გაირკვას, რასთან გვაქვს საქმე, კონკრეტულ მკვლელობასთან, უბედურ შემთხვევასთან და ა.შ  რადგან გამოძიებას არ დაუდია შედეგი,რაიმე დასკვნას ვერ გამოვიტან. მაგრამ არის ვარაუდი, რომ იყო მკვლელობა. შესაბამისად, დანაშაულის ჩამდენი პირები რომლებიც დაახლოებულები არიან არაფორმალური ხელისუფლების გავლენიან პირებთან,. აქ  სახელმწიფოს ინტერესი კონკრეტული მაღალი თანამდებობის პირების მიმართ ცალსახაა. სახელმწიფოს ცდილობს,  ამ საქმეში არ გამოიკვეთოს კონკრეტული პირების ბრალეულობა.

ჩემი ინფორმაციით, ფოტოგრაფი თავის ახლობელ მაღალჩინოსანს ინციდენტის პირველივე წუთიდან დაუკავშირდა. შეატყობინა არსებული სარფთხის შესახებ და ამ მაღალჩინოსანმა გამოუგზავნა “შკოდა”, რომელმაც ფოტოგრაფის ევაკუაცია მოახდინა, ამიტომაა, ფოტოგრაფის ჩვენებები რომ ურთიერთგამომრიცხავია”- განაცხადა ზვიად კუპრავამ.

კუპრავა ამბობს, რომ საგამოძიებო ორგანომ უნდა ამოიღოს ყველა მოწმის, განსაუთრებით კი ფოტოგრაფის სატელეგონ საუბრეები და ნახოს, ვის ჰქონდა კავშირი იმ დღეებში იაკო ბრეგვაძესთან.

“ამოღებული უნდა იქნას ყველა მოწმის და განსახუთრებით ფოტოგრაფის სტელეფონო საუბრები, ვინაიდან მაღალჩინოსანთან მისი კავშირი იკვეთება. იმ წუთიდან, მომხდარი შემთხვევიდან, მე როგორც ვიცი, ფოტოგრაფთან, მაღალჩინოსნის მეშვეობით, კომუნიკაციაში იყვნენ დაინტერესებული პირები. მე სახელი და გვარები ვიცი, ვინ უკავშირდებოდა ბრეგვაძეს, მაგრამ ამ ეტაპზე არ ვასახელებ, ვინ იყო მასთან კავშირში. ჯერ ველოდები, თავად დაასახელონ ის პირები.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე იცვლება ფოტოგრაფის ჩვენებები და წაშლილია მასალა. წაშლა შემთხვევით არ მოხდებოდა. ამას უკავშირდება ყველაფერი და ესაა ბმა. ამიტომ, საგამოძიებო ორგანომ ააუცილებლად უნდა ამოიღოს არა მხოლოდ სატელეფონო, არამედ სოციალური ქსელებიდან განხორციელებული ზარების ჩანაწერები,”- ამბობს კუპრავა.

კითხვაზე, თუ ფოტოგრაფმა პირდაპირ ახლობელ მაღალჩინოსანთან დარეკა და მან დასახმარებლად “შკოდა” გამოუგზავნა, მაშინ რატომ დასჭირდა იაკობ ბრეგვაძეს 112-ში დაერეკა და შემდეგ ზარი გაეუქმებინა, ანდა შესაძლოა თუ არა, რომ 112-ში ზარის განხორციელების შესახებ არსებული ინფორმაცია იყოს სიცრუე, ამაზე კუპრავას ზუსტი პასუხები არ აქვს და აცხადებს, რომ გამოძიებამ უნდა ამოიღოს 112-ში განხორციელებული ზარი და ნახოს, ნამდვილადაა დარეკილი თუ არა ფოტოგრაფის მიერ.

“ხოლო, დარეკა თუ არა ფოტოგრაფმა112-ში ნამდვილად, ეს გამოძიების საგანია ეს მარტივად დასადგენია. შესაძლოა ჩემთვის და თქვენთვის არის ამის დადგენა რთული, თორემ გამოძიებისთვის ეს ძალიან მარტივია, შევიდა თუ არა ნამდვილად ზარი. თუ დარეკა და მერე გაუქმა ესეც კითხვის ნიშნის ქვეშაა. ფოტოგრაფმა კარგად იცოდა, რაც ხდებოდა, დარეკვა სწორი გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა და გაუქმება რატომ მოხდა, ეს მნიშვნელოვანი კვანძია. ზარის გაუქმება  ვინმეს ზეგავლენით მოხდა?! ანდაც მიუხედავად იმისა, რომ უქმდება გამოძახება, როცა ადგილზე მივიდნენ, იქ უნდა დაეწყოთ გამოძიება,”-განაცხადა ზვიად კუპრავამ.

კუპრავას თქმით, ის ელოდება, გამოვიდნენ და თქვან სიმართლე, თუ ვინაა ფოტოგრაფის ახლობელი მაღალჩინოსანი და ვინ უკავშირდებოდა მას ამ დღეების განმავლობაში, წინააღმდეგ შემთხვევაში ის დაასახელებს ყველა ამ პირის სახელსა და გვარს. ხოლო, კითხვაზე, ფოტოგრამს უკავშირდებოდა თუ არა “ტოიოტა კამრის” მგზავრების, იგივე რაგბისტების მხარე, კუპრავამ ამაზე დადებითი პასუხი გაგვცა.

საქმეზე გამოძება ინტენსიურად მიმდინარეობს, დაკავებულია 17 პირი. თუმცა, ისიც ფაქტია, რომ ბოლო პერიოდში მედია საშუალებებში სხვადასხვა უცნობი დეტალი ვრცელდება, რაც გამოძიებას არ გაუსაჯაროვებია. პროკურატურის მიერ გავრცელებულ ვიდეოდან ამოჭრილი კადრები, მოწმეების შეცვლილი ჩვენებები და სავარაუდოდ, შაქარაშვილის გაუჩინარების დროს გადაღებული ფოტომასალის წაშლა საზოგადოებაში ბევრ კითხვას ბადებს. გამოძიება მოწმეების დაკითხვების სერიას აგრძელებს. ხოლო, რა დასკვნას დადებს ექსპერტიზა, ეს გადამწყვეტ როლს ითამაშებს გამოძიების საბოლოო შედეგზე.

 

თათია შაიშმელაშვილი

 

იტვირთბა....