“როგორ უნდა ვენდოთ შოთაძის უწყებას, რომელსაც მართავს ადამიანი, რომელიც გადადგა იმიტომ, რომ საზოგადოებამ ჩამოხსნა და უთხრა, რომ შენ ფარცხავ საქმეს. და ამის შემდეგ ის უკანა კარიდან შემოიყვანეს. ამ ხელისუფლების პირობებში მოლოდინი მაქვს, რომ შაქარშვილის საქმე არ გაიხსნება. რაც დრო გადის, მტკიცებულებები იკარგება, მაგრამ საზოგადოებამ ერთხელ და სამუდამოდ ყველა ასეთ საქმეში უნდა შექმნას პრეცენდენტი სიმართლის დადგენის მიზნით.”
ანა ნაცვლიშვილი – პარტია “ლელოს” წევრი
ამის შესახებ ანა ნაცვლიშვილმა “დღის ამბებში” სტუმრობისას განაცხადა.
ამ დრომდე კი ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირს წაეყენა ბრალი და 17-ვე პირს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
22 ივნისს მაშველებმა ოთხდღიანი უწყვეტი ძებნის შემდეგ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარე არაგვში იპოვნეს. გარდაცვლილის ცხედარს ექსპერტიზა უკვე ცაუტარდა, რომლის დასკვნაც ერთ თვეში გახდება ცნობილი. თუმცა, ექსპერტის ინფორმაციით, ცხედარს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება თავის, სახისა და სხეულის სხვადასხვა მიდამოში. საქმეზე გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს.