ახალი ამბები მთავარი სამართალი

ექსპერტ ალექსანდრე გეჯაძის ინფორმაციით, გარდაცვლილი ფეხბურთელის სხეულს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება

ექსპერტ ალექსანდრე გეჯაძის ინფორმაციით, ვიზუალური კვლევის შედეგებით ირკვევა, რომ  გარდაცვლილი 19 წლის ფეხბურთელის სხეულს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება თავის, სახისა და სხეულის სხვადასხვა მიდამოში.

როგორც ექსპერტმა ჟურნალისტებთან განაცხადა, სრული მოცულობით აღებულ იქნა  ყველანაირი ბიოლოგიური მასალა, რათა დადგინდეს როგორ მოხდა გარდაცვალება.

,,გვამის გამოკვლევასთან დაკავშირებით პირველი მონაცემებით, იგულისხმება ვიზუალური კვლევის შედეგები, ცალსახად დგინდება, რომ სხეულს გარეგნულად აღენიშნება მრავლობითი დაზიანებები. კერძოდ, ბლაგვი ტრავმის სახით როგორც თავის, სახის და სხეულის სხვადასხვა მიდამოებში. უნდა დადგინდეს, გარდაცვლილი ცოცხალი მოხვდა თუ არა წყალში ანუ, ადგილი ჰქონდა ასფიქსიურ სიკვდილს, წყალში დახრჩობას, თუ პირიქით, ადგილი ჰქონდა ბლაგვტრავმას და შესაბამისად განვითარდა დამდგარი შედეგი,” – განაცხადა გეჯაძემ.

მისივე განმარტებით,  დაიდება დასკვა, რომელიც დაადგენს, რა გახდა ახალგაზრდა ფეხბურთელის გარდაცვალების მიზეზი.

„რა დაზიანებები ჰქონდა და იყო თუ არა დაზიანებები სიცოხლისდროინდელი, დადგინდება საკითხი დაზიანებების ხასიათის. შემდგომ დროის ეტაპზე ალბათ გამოძიება წარმოადგენს თავის ვერსიებს დაზიანებების მიღების შესაძლო ვერსიებზე, მოწმეების ჩვენებიდან გამომდინარე და ასე შემდეგ“,- განაცხადა ექსპერტმა.

შეგახსენებთ, რომ მაშველებმა ოთხდღიანი უწყვეტი ძებნის შემდეგ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარე არაგვში იპოვნეს. გარდაცვლილის ცხედარს ექსპერტიზა უტარდება. არსებული ინფორმაციით, მეგობრები დაბადების დღეზე მცხეთაში, აგარაკზე იმყოფებოდნენ. ახალგაზრდებს შორის კამათი მოხდა, რომელიც შემდგომში გარეთ გაგრძელდა. საქმეზე გამოძიება ინტენსიურად მუშაობს. ცნობისთვის, გიორგი შაქარაშვილი საფეხბურთო კლუბ „საბურთალოს აკადემიის“ წევრი იყო.

იტვირთბა....