ახალი ამბები მთავარი ციტატა

“ჩიქოვანს ჰქონდა სპეციფიური ინტერესი შაქარაშვილის მიმართ, იმიტომ რომ გოგოს, რომელიც უყვარდა ჩიქოვანს, უყვარდა შაქარაშვილი…” – გვარამია

“მე ვისაუბრებ იმას, რაც დღეს ჩვენთვის გახდა ცნობილი. ჩიქოვანს ჰქონდა სპეციფიური ინტერესი შაქარაშვილის მიმართ, იმიტომ რომ გოგოს, რომელიც უყვარდა ჩიქოვანს, უყვარდა შაქარაშვილი და ჩიქოვანი იყო “აფსაიდში”. აქ ამბავი მათ შორის ამ თემაზე დაიწყო. ჩიქოვანის მიერ, ამოყვანილი ხალხი სპეციფიურად სჯის შაქარაშვილს, მათი მთავარი ინტერესი არის შაქარაშვილი და არავინ სხვა. მე ეს ინფორმაცია მაქვს იმ წყაროსგან, რომელიც შეუძლია მარტივად დაადგინოს გამოძიებამ და იპოვოს ოჯახში.”

ნიკა გვარამია – “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი

ამის შესახებ გვარამიამ, გადაცემა “მთავარ აქცენტებში” განაცხადა.

ამ დრომდე ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირს წაეყენა ბრალი და  17-ვე პირს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე პროკურატურამ ვიდეოკადრები გაავრცელა.

შეგახსენებთ, რომ 22 ივნისს მაშველებმა ოთხდღიანი უწყვეტი ძებნის შემდეგ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარე არაგვში იპოვნეს. გარდაცვლილის ცხედარს ექსპერტიზა უკვე ცაუტარდა, რომლის დასკვნაც ერთ თვეში გახდება ცნობილი. თუმცა, ექსპერტის ინფორმაციით, ცხედარს  მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება თავის, სახისა და სხეულის სხვადასხვა მიდამოში. საქმეზე გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს.

იტვირთბა....