aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი ციტატა

“აქამდე მეგონა, რომ მას ფეხი დაუცურდა, ისევ ბიძამისის ჩვენებიდან გამომდინარე… ექსპერტიზის შემდეგ უკვე ეჭვი მაქვს, რომ შაქარაშვილი მოკლეს” – მზია ქასრაშვილი

“აქამდე მეგონა, რომ მას ფეხი დაუცურდა, ისევ ბიძამისის ჩვენებიდან გამომდინარე, რომ შეიძლება ფეხი დაუცურდა ბავშვს და წყალში ჩავარდა მეთქი, მაგრამ იქ როგორ ჩავიდა? როცა დავათვალიერე ეს უბანი, მობილურითაც კი ვერ ჩაწვდა სხივი. ხევია, სადაც არის ბეტონის ფილები, ბეტონის ფილების შემდეგ არის ხეები, ბუჩქები, შემდეგ ვაკე ადგილი ის უნდა გაიარო, სადღაც 50 მეტრი და შემდეგ არის წყალი. ეს თუ გაიარა შაქარაშვილმა, მაშინ კარგად ყოფილა ის. ექსპერტიზის შემდეგ უკვე ეჭვი მაქვს, რომ გიორგი შაქარაშვილი მოკლეს.”

aviabiletebi
ავიაბილეთები

მზია ქასრაშვილი – გიორგი შაქარაშვილის საქმეში დაზარალებულად ცნობილი ვახო ახვლედიანის ადვოკატი

ამმის შესახებ ადვოკატმა “ფორმულას” პირდაპირ ეთერში განაცხადა.

ამ დრომდე კი ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირს წაეყენა ბრალი და  17-ვე პირს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე პროკურატურამ ვიდეოკადრები გაავრცელა.

შეგახსენებთ, რომ 22 ივნისს მაშველებმა ოთხდღიანი უწყვეტი ძებნის შემდეგ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარე არაგვში იპოვნეს. გარდაცვლილის ცხედარს ექსპერტიზა უკვე ცაუტარდა, რომლის დასკვნაც ერთ თვეში გახდება ცნობილი. თუმცა, ექსპერტის ინფორმაციით, ცხედარს  მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება თავის, სახისა და სხეულის სხვადასხვა მიდამოში. საქმეზე გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს.

იტვირთბა....