„მიგვაჩნია, რომ ყველანაირად ხელს გვიშლის როგორც გამოძიება, ასევე მართლმსაჯულება, რომ ნაკლებად შევძლოთ ჩვენი ინტერესების და ჩვენი დაცვის უფლების განხორციელება, იმ პირების მიმართ, ვისაც ვიცავთ.”
გიორგი გელხაური – –გიორგი შაქარაშვლის საქმეზე ერთ-ერთ დაკავებული არასრულწლოვნის უფლებადამცველი
ამის შესახებ ადვოკატმა ჟუნალისტებთან განაცხადა.
ამ დრომდე კი ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირს წაეყენა ბრალი და 17-ვე პირს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე პროკურატურამ ვიდეოკადრები გაავრცელა.
შეგახსენებთ, რომ 22 ივნისს მაშველებმა ოთხდღიანი უწყვეტი ძებნის შემდეგ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარე არაგვში იპოვნეს. გარდაცვლილის ცხედარს ექსპერტიზა უკვე ცაუტარდა, რომლის დასკვნაც ერთ თვეში გახდება ცნობილი. თუმცა, ექსპერტის ინფორმაციით, ცხედარს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება თავის, სახისა და სხეულის სხვადასხვა მიდამოში. საქმეზე გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს.