“ოპოზიციას რურუა ასეთი ტიტულებით უფრო აწყობს, რომ იყოს გასამართლებული და მუდმივად ჰქონდეს იმის სალაპარაკო, რომ პოლიტიკური დევნაა პოლიტიკურ ლიდერებზე. მიიჩნევენ, რომ ნორმალური ფაქტია, თუ ამ უკან დახევას განახორციელებს ხელისუფლება და ისეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, როგორსაც თვითონ იღებდნენ 2012 წლამდე – ვინ ჩაესვათ, ვინ გაეშვათ, ვინ ეწამებინათ და ვინ მოეკლათ. არ მგონია, დიდად აწუხებდეთ, რურუა ციხეში იქნება, თუ გარეთ, მათ თავიანთი მერკანტილური პოლიტიკური მიზნები აქვთ.”
გია ვოლსკი – პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი
ამის შესახებ გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა.
ცნობისთვის, ოპოზიცია და საერთაშორისო პარტნიორები გიორგი რურუას პოლიტმატიმრად მოიხსენიებენ და ხელისუფლებისგან მის გათავისუფლებას მოითხოვენ.