“როგორ ჩავაყენებდი სუს-ს საქმის კურსში, როდესაც მათგან მქონდა ეს ინფორმაცია, ვგულისხმობ ჩემს წყაროს. ამასთან ეს ინფორმაცია დაზუსტებული არ იყო. ბოლომდე სარწმუნოდ ეს ჩემს მიერ არ იყო მიღებული. ასეთ ინფორმაციებს სუს-ის წყაროებიდან ვიღებთ ძალიან ბევრს. რა თქმა უნდა, მათი გადამოწმება ხდება და ლოგიკურია, რომ მათვე არ ვატყობინებთ. რამდენიმე კვირით ადრე მივიღე ეს ინფორმაცია. კორონავირუსის პერიოდში მოხდა უკვე. ეს ახალი ამბავი არაა. საუბარია დაახლოებით 2 თვეზე.”
ნიკა გვარამია – „მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია
ამის შესახებ ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებთან დაკითხვიდან გამოსვლის სემდეგ განაცხადა.
საქალაქო სასამართლოში დაიკითხა გიორგი გაბუნიაც. რგორც ჟურნალისტმა აღნიშნა, გამოძიებას კითხვები ჰქონდა იმასთან დაკავშირებით, თუ თავად მას საიდან ჰქონდა ინფორმაცია შესაძლო ლიკვიდაციასთან დაკავშირებით.