ახალი ამბები მთავარი სამართალი

“დაახლოებით 2 თვეა ვიცი, რომ საფრთხის წინაშე ვიყავი”- გაბუნიას დაკითხვა დასრულდა

საქალაქო სასამარტლოში “მთავარი არხის” ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას დაკითხვა დასრულდა.

როგორც დაკითხვის შემდეგ გაბუნიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, გამოძიებას კითხვები ჰქონდა იმასთან დაკავშირებით, თუ თავად მას საიდან ჰქონდა ინფორმაცია შესაძლო ლიკვიდაციასთან დაკავშირებით.

გაბუნიას თქმით, მას შესაძლო ლიკვიდაციასთან დაკავშირებით ინფორმაცია 2 წყაროსგან – ნიკა გვარამიასა და მისი დაცვის წევრისგან ჰქონდა.

„აქცენტი იყო იმაზე, საიდან მაქვს მე ინფორმაცია, რომელიც მაქვს. ეს ინფორმაცია მწირეა. ორი წყარო მყავდა – ეს არის ნიკა გვარამია, რომელმაც გამაფრთხილა, რომ ჩემი ლიკვიდაციის მცდელობას შესაძლოა ჰქონოდა ადგილი და ამაზე იყო აქცენტი კითხვების დროს. რა ინფორმაცია მომაწოდა გვარამიამ, რა დეტალები იცოდა და საიდან ჰქონდა ეს ინფორმაცია.

ასევე კითხვა იყო, ხომ არ მიფიქრია, რომ სამართალდამცველებისთვის ან სუს-სთვის მიმეწოდებინა ეს ინფორმაცია, მაგრამ მე განვუმარტე, რომ ამის მცდელობა არ მქონია. პირველ რიგში ვენდობი ნიკა გვარამიას. არ უთქვამთ რა ტიპის მტკიცებულებები აქვთ გამოძიების შედეგად მოპოვებული. მეორე წყარო არის ჩემი დაცვა, რომელმაც შეამჩნია, რომ მითვალთვალებენ. დიდი ალბათობით მასაც დაიბარებენ. დაახლოებით 2 თვეა ვიცი, რომ საფრთხის წინაშე ვიყავი“, – განაცხადა გიორგი გაბუნია.

ცნობისთვის, ქავთარაძის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს აჰმედის სახელით ცნობილი დაკავებული ჩეჩენი ეროვნების 40 წლის კაცი, სინამდვილეში, რუსეთის მოქალაქეა და ის საქართველოში ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციისთვის იყო  ჩამოსული. .მომხდარის მიზეზი გაბუნიას მიერ პუტინის მისამართით, ჯერ კიდევ “რუსთავი 2”-ზე მუშაობისას, მის გადაცემაში გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადება იყო.

მომხდართან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ოფიციალური ინფორმაციაც გაავრცელა, სადაც ადასტურებს, რომ ჩეჩენი მოქალაქის დაკავება შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე მოხდა.

 

იტვირთბა....