“მე პირდაპირ ამ საქმეში ვხედავ რუსულ კვალს. თუ ვინმეს აქვს ჩანაფიქრი ჩაიდინოს დანაშაული თუ ტერაქტი, ის ადამიანი ეძებს საყრდენს მოქმედ ხელისუფლებაში. ამას პირდაპორ ტერაქტად არ შევაფასებდი, რადგან ეს პირდაპირ ეხება პირის მკვლელობას… მინდა ვთქვა, როცა რუსეთის მოქალაქეა დაკავებული, აქ საუბარია ინგუშზე, თუ ის ხელისუფლება ხელისუფლებაა და მათ რამის შნო და ძალა აქვს, მათ უნდა მოსთხოვონ პასუხი რუსეთის მაღალჩინოვნიკებს და არა კადიროვს. ამათმა პასუხი პირდაპირ რუსეთის ხელისუფლებას უნდა მოსთხოვონ.”
მალხაზ მაჩალიკაშვილი – მოკლულ თემირლან მაჩალიკაშვილის მამა
ამის შესახებ მალხაზ მაჩალიკაშვილმა “დღის ამბებში” სტუმრობისას განაცხადა.
მომხდართან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოაქვეყნა ოფიციალური ინფორმაციაც გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ჩეჩენი მოქალაქის დაკავება შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე მოხდა.