ახალი ამბები მთავარი ციტატა

“შემირცხვენია ხელისუფლება, რომელსაც ოპოზიცია ოკუპანტზე მეტად ეზიზღება” – გიგი უგულავა

“პრობლემა ისაა, რომ ამ ხელისუფლებას რა გამოძიებაც დაუწყია, ვერასდროს ვერ გაცდა ნაც-ქოცურ დისკურსს. შემირცხვენია, გულისამრევია ხელისუფლება, რომელსაც ოპოზიცია უფრო ეზიზღება, ვიდრე პუტინი. კატასტროფაა. ყველა პარამეტრით უფრო საძულველები ვართ ჩვენ, ვიდრე ოკუპანტები, ვიდრე ქართველების მკვლელი. ამ სიძულვილიდან ამოდიან და ამას ვერ მალავენ ახლაც, როცა მიუკერძოებელი გამოძიება უნდა ჩატარდეს.”

გიგი უგულავა – “ევროპული საქართველოს”ერთ-ერთი ლიდერი

ამის შესახებ უგულავამ “ფორმულას” პირდაპირ ეთერში განაცხადა. რითაც, შეაფასა მმართველი პარტიის მხრიდან გაკეთებული განცხადებები, ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციასთან დაკავშირებით.

ცოტა ხნის წინ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გიორგი გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

განცხადება ასევე, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმაც გააკეთა.

საკითხს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილიც ეხმაურება.

გუშინ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოაქვეყნა ოფიციალური ინფორმაცია დაკავებული ჩეჩენის მიერ, გიორგი გაბუნიას მკვლელობის შესაძლო დაგეგმასთან დაკავშირებით.

ფაქტს, გიორგი გაბუნიაც ეხმაურება, მისი თქმით, ის, რომ მას უთვალთვალებდნენ დაცვამ შეამჩნია.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, “მთავარი არხის” გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განცხადება გააკეთა.

როგორც გვარამიამ აღნიშნა, გიორგი გაბუნიას ლიკვიდაცია ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის დაკვეთით იგეგმებოდა, რისი მიზეზიც გაბუნიას მიერ პუტინის მისამართით, ჯერ კიდევ “რუსთავი 2”-ზე მუშაობისას, მის გადაცემაში გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადება იყო.

შეგახსენებთ, რომ ქავთარაძის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, აჰმედის სახელით ცნობილი დაკავებული ჩეჩენი ეროვნების 40 წლის კაცი, სინამდვილეში, რუსეთის მოქალაქეა – ინფორმაცია ამის შესახებ, “ფორმულამ” გაავრცელა.

მათივე ცნობით, დაკავებული პირი საქართველოში ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციისთვის იყო ჩამოსული.

სუს-მა, დაკავებული ეთნიკური ჩეჩენის საქმის გამოძიების ფარგლებში სპეცოპერაცია ქავთარაძის ქუჩაზეც ჩაატარა და პანკისშიც. გამოძიება მას ყალბი დოკუმენტების შენახვა-შეძენას და დამზადებას ედავება. 

იტვირთბა....