ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ქოცები ვერც ფარავენ გაღიზიანებას, რომ იმ ჩეჩენს არ აცალეს საქმის დასრულება” – დავით ზურაბიშვილი

ქოცები ერთის მხრივ ვერც ფარავენ გაღიზიანებას იმის გამო, რომ იმ ჩეჩენს არ აცალეს საქმის დასრულება და ისე დაიჭირეს, მეორეს მხრივ კი სერიოზულად ეჭვობენ თავად მიშას მოწყობილი იქნება – ასე აფასებს “რესპუბლიკური” პარტიის წევრი დავით ზურაბიშვილი, ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციის საქმეს.

როგორც ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს, “ნაციონალური მოძრაობის” ნაწილიც დაბნეულია.

“ესე იგი ფბ-ს გადავხედე და იმ ჩეჩენის დაპატიმრებაზე, რომელსაც სავარაუდოდ გიორგი გაბუნიას მკვლელობა ჰქონდა ჩაფიქრებული, დაახლოებით ასეთი სურთია:

ნაცების ერთი ნაწილი დაბნეულია, პუტინის მონა ხელისუფლებამ როგორ დააკავა პუტინის მეორე მონის მიერ გამოგზავნილი ქილერი, რომელსაც პუტინის მაგინებელი უნდა მოეკლაო და არ იცის რა თქვას, მეორე ნაწილი კი ამერიკის ან უკრაინის სპეცსამსახურებს უხდის მადლობას, იმათ შემოუთვალეს და ამ მოღალატეებსაც სხვა რა გზა ჰქონდათო, ბარემ კი არ უნდოდათო და საერთოდ ამ ხელისუფლების პუტინისტი დედაცო…

რაც შეეხება ქოცებს, ისინი ერთის მხრივ ვერც ფარავენ გაღიზიანებას იმის გამო, რომ იმ ჩეჩენს არ აცალეს საქმის დასრულება და ისე დაიჭირეს, მეორეს მხრივ კი სერიოზულად ეჭვობენ თავად მიშას მოწყობილი იქნება, აკი ადრეც გეგმავდა ვიღაც ორსული ქალის ლიკვიდაციასო და ამის დასტურად სუსის უნიჭო ნაჯღაბნი რომ იყო, უკრაინული ვიკილიქსი, იმას იმოწმებენ.

ისეთებიც არიან საერთოდ რომ არ ჯერათ არაფერი, არცა შიოლა (ანუ ქილერი ჩეჩენი) ყოფილა ამბავში, თუმცა, ორი ზემორე კატეგორია მათ აშკარად ჭარბობს.

დასკვნის სახით კი იმას ვიტყოდი, რომ მე მაპატიეთ და ვეჭვობ საყოველთაო გამო***ვების ეპოქაში ვიმყოფებით. პანდემია ესაა თუა. მიმიქარავს კორონა”, – წერს ზურაბიშვილი.

გუშინ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოაქვეყნა ოფიციალური ინფორმაცია დაკავებული ჩეჩენის მიერ, გიორგი გაბუნიას მკვლელობის შესაძლო დაგეგმასთან დაკავშირებით.

ფაქტს, გიორგი გაბუნიაც ეხმაურება, მისი თქმით, ის, რომ მას უთვალთვალებდნენ დაცვამ შეამჩნია.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, “მთავარი არხის” გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განცხადება გააკეთა.

როგორც გვარამიამ აღნიშნა, გიორგი გაბუნიას ლიკვიდაცია ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის დაკვეთით იგეგმებოდა, რისი მიზეზიც გაბუნიას მიერ პუტინის მისამართით, ჯერ კიდევ “რუსთავი 2”-ზე მუშაობისას, მის გადაცემაში გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადება იყო.

შეგახსენებთ, რომ ქავთარაძის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, აჰმედის სახელით ცნობილი დაკავებული ჩეჩენი ეროვნების 40 წლის კაცი, სინამდვილეში, რუსეთის მოქალაქეა – ინფორმაცია ამის შესახებ, “ფორმულამ” გაავრცელა.

მათივე ცნობით, დაკავებული პირი საქართველოში ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციისთვის იყო ჩამოსული.

სუს-მა, დაკავებული ეთნიკური ჩეჩენის საქმის გამოძიების ფარგლებში სპეცოპერაცია ქავთარაძის ქუჩაზეც ჩაატარა და პანკისშიც. გამოძიება მას ყალბი დოკუმენტების შენახვა-შეძენას და დამზადებას ედავება. 

იტვირთბა....