ახალი ამბები მთავარი ციტატა

“ამ ქალს ხომ უნდა ჰქონდეს ელემენტარული სახე საერთოდ?!” – ვაშაძე ეხმაურება პრეზიდენტის განცხადებას გაბუნიას საქმესთან დაკავშირებით

“ანრი ოხანაშვილის მესიჯბოქსი გააგრძელა. რა პროვოკაციული? პროვოკაცია რა შუაშია? პროვოკაცია აბსოლიტურად სხვა არის. ტერორისტული აქტი და პროვოკაცია რა არის. ამ ქალს ხომ უნდა ჰქონდეს ელემენტარული სახე საერთოდ?! ხომ არ შეიძლება, რომ ქვეყნის პრეზიდენტი იყოს ყველაფერში ასეთი. ელემენტარული დავალებით განცხადებას აკეთებს. რა პროვოკაციაზე გვაქვს საქმე, ტერორისტულ აქტს გიწყობდა სხვა ქვეყანა.”

გიორგი ვაშაძე – “ახალი საქართველოს” ლიდერი

ამის შესახებ ვაშაძემ “ტვ პირველის” პირდაპირ ეთერში განაცხადა. რითაც, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

საკითხს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილიც ეხმაურება.

გუშინ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოაქვეყნა ოფიციალური ინფორმაცია დაკავებული ჩეჩენის მიერ, გიორგი გაბუნიას მკვლელობის შესაძლო დაგეგმასთან დაკავშირებით.

ფაქტს, გიორგი გაბუნიაც ეხმაურება, მისი თქმით, ის, რომ მას უთვალთვალებდნენ დაცვამ შეამჩნია.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, “მთავარი არხის” გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განცხადება გააკეთა.

როგორც გვარამიამ აღნიშნა, გიორგი გაბუნიას ლიკვიდაცია ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის დაკვეთით იგეგმებოდა, რისი მიზეზიც გაბუნიას მიერ პუტინის მისამართით, ჯერ კიდევ “რუსთავი 2”-ზე მუშაობისას, მის გადაცემაში გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადება იყო.

შეგახსენებთ, რომ ქავთარაძის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, აჰმედის სახელით ცნობილი დაკავებული ჩეჩენი ეროვნების 40 წლის კაცი, სინამდვილეში, რუსეთის მოქალაქეა – ინფორმაცია ამის შესახებ, “ფორმულამ” გაავრცელა.

მათივე ცნობით, დაკავებული პირი საქართველოში ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციისთვის იყო ჩამოსული.

სუს-მა, დაკავებული ეთნიკური ჩეჩენის საქმის გამოძიების ფარგლებში სპეცოპერაცია ქავთარაძის ქუჩაზეც ჩაატარა და პანკისშიც. გამოძიება მას ყალბი დოკუმენტების შენახვა-შეძენას და დამზადებას ედავება. 

იტვირთბა....