ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღეა – 104 წელი წითელი არმიის მიერ თბილისის აღებიდან

25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღეა. ზუსტად 104 წლის წინ, 1921 წლის 25 თებერვალს, თბილისი მე-11 წითელმა არმიამ დაიკავა, რის შედეგადაც, საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა რესპუბლიკამ დამოუკიდებლობა დაკარგა და რუსული იმპერიის ნაწილად იქცა.

დამოუკიდებლობის დაკარგვას მოჰყვა სასტიკი რეპრესიები, პოლიტიკური პარტიების აკრძალვა, ათასობით ადამიანის დახვრეტა, ხანგრძლივი პატიმრობა და გადასახლება.

25 თებერვალს დაწყებულმა საბჭოთა ოკუპაციამ 70 წელი გასტანა.

იტვირთბა....