ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“სააკაშვილმა სიები ალბათ თავის პარტიაში უნდა შეადგინოს”

“ჩვენ ვართ დამოუკიდებელი პარტია და ყოველგვარ გაერთიანებულ სიებს ვემიჯნებით”, – ამის შესახებ პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

„სააკაშვილმა სიები, ალბათ, თავის პარტიაში უნდა შეადგინოს. ჩვენ, „ლელოს“, ჩვენი გზა გვაქვს. ჩვენ გვაქვს ჩვენი გეგმა, ვართ დამოუკიდებელი პარტია და ყოველგვარ, ასე ვთქვათ, რაღაც გაერთიანებულ სიებს ვემიჯნებით“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე – მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციურ პარტიებს ერთიანი საარჩევნო სიის შექმნისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ ადგილები სიაში რეიტინგის მიხედვით გადანაწილდეს – ამის შესახებ სააკაშვილი ვიდეომიმართვაში საუბრობს.

იტვირთბა....