ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომელს COVID-19 დაუდგინდა

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხის მცხოვრებელს კორონავირუსი დაუდასტურდა. არსებული ცნობით, შუახნის ქალი რესპუბლიკურ საავადმყოფოში სანიტრად მუშაობდა.

პაციენტი რესპუბლიკური საავადმყოფოს ინფიცირებული მედდის ე.წ. კლასტერს მიეკუთვნება და თბილისში, თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. ქალს კორონავირუსზე ტესტირება სწორედ თბილისში ჩაუტარდა.

შიდა ქართლიდან ლუგარის ლაბორატორიაში გააგზავნეს ინფიცირებული 48 წლის მამაკაცისა და რესპუბლიკური საავადმყოფოს ინფიცირებული ორი მედდის კონტაქტებიდან აღებული 14 ნიმუში, ყველას შემთხვევაში პასუხი უარყოფითია.

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის 13 ახალი შემთხვევა დადასტურდა – ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი სოციალურ ქსელში ავრცელებს.კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 864 შემთხვევაა დადასტურებული. ასევე, ერთით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა და სულ 703-ს შეადგენს.

იტვირთბა....