ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კორონავირუსის 13 ახალი შემთხვევიდან ოთხი ბოლნისის სოფელ მუშევანში დადასტურდა

კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში – ამის შესახებ ინფორმაციას ბოლნისის მერი, დავით შერაზადიშვილი ადასტურებს.

ბოლნისის მერის თქმით, ყველა მათგანი მკაცრ თვითიზოლაციაში იმყოფებოდა, დღეს კი ინფიცირებულებს შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანენ.

შეგახსნებეთ, საქართველოში კორონავირუსის 13 ახალი შემთხვევა დადასტურდა – ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 864 შემთხვევაა დადასტურებული. ასევე, ერთით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა და სულ 703-ს შეადგენს.

იტვირთბა....