ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქართველოში კორონავირუსის 13 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 13 ახალი შემთხვევა დადასტურდა – ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

მათივე ცნობით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 864 შემთხვევაა დადასტურებული. ასევე, ერთით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა და სულ 703-ს შეადგენს.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე. ახალი კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 14 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 3026 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 297.

იტვირთბა....