“ისტორიიდან ჩვენ ვიცით, რომ პანდემიების დროს ქვეყნებს, რომლებიც არ დაზარალდნენ ადრეულად, შესაძლოა, მეორე ტალღა დაატყდეთ თავს. ევროპული ქვეყნები უნდა მოემზადონ კორონავირუსის მეორე მომაკვდინებელი ტალღისთვის, რადგან კოვდ-19-ის პანდემია დასრულებული არ არის.”
ჰანს კლუგე – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორი
აღნიშნული განცხადება კლუგემ, “ტელეგრაფისთვის” მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
განცხადება “ჯანმოს” დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრეიესუსმაც გააკეთა. როგორც გებრეიესუსი აცხადებს, გუშინ მსოფლიოში COVID-19-ით გარდაცვალების რეკორდული მაჩვენებლი დაფიქსირდა.
მისივე განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ევროპაში სიტუაცია უმჯობესდება, გლობალურ დონეზე უარესდება.