“გუშინ, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 136 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც პანდემიის დაწყებიდან დღემდე რეკორდული დღიური მაჩვენებელია. გუშინდელი შემთხვევების თითქმის 75% 10 ქვეყანაზე მოდის, ძირითადად ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკისა და სამხრეთ აზიის ქვეყნებზე.”
ტედროს ადანომ გებრეიესუსი – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი
შეგახსენებთ, რომ 8 ივნისის დილის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 7 093 121-ს შეადგენს. გარდაცვლილია 406 221 ადამიანი, 3 462 284 კი გამოჯანმრთელდა.