“ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 7 მილიონ შემთხვევაზე მიიღო ინფორმაცია. თითქმის 400 ათასი ადამიანი გარდაიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ ევროპაში სიტუაცია უმჯობესდება, კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით სიტუაცია გლობალურ დონეზე უარესდება”
ტედროს ადანომ გებრეიესუსი – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი
მისივე თქმით, გუშინ, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა.
შეგახსენებთ, რომ 8 ივნისის დილის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 7 093 121-ს შეადგენს. გარდაცვლილია 406 221 ადამიანი, 3 462 284 კი გამოჯანმრთელდა.