ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“ეს ვირუსი კონტროლს აღარ ექვემდებარება, მე არ ვსაუბრობ კოვიდ 19-ზე…” – ენტონი ჯოშუა

ბრიტანელი მსოფლიო ჩემპიონი ძალოსნობაში, ენტონი ჯოშუა, რასიზმს პანდემიას უწოდებს და საპროტესტო აქციებს უერთდება – ამის შესახებ “ბიბისი” წერს.

“ეს ყველაფერი კონტროლს აღარ ექვემდებარება და მე კოვიდ 19-ზე არ ვსაუბრობ. ვირუსი, რომელზეც ვლაპარაკობ, არის რასიზმი”, – განაცხადა ჯოშუამ.

ამერიკელი ჯორჯ ფლოიდის სოლიდარობის აქციები დიდ ბრიტანეთში, ლონდონშიც მიმდინარეობს. რამდენიმე დღის წინ პოლიციასა და მომიტინგეებს შორის მომხდარი დაპირისპირების დროს ბრიტანეთის 11 მოქალაქეც დააკავეს.

შეგახსენებთ, მინეაპოლისში მომხდარი ინცინდენტის შემდეგ, ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ჩატარებული სამედიცინო ექსპერტიზის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამია, რომ აფროამერიკელი გულის გაჩერების შედეგად დაიღუპა.

გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ ფლოიდი მიწაზე წევს, პოლიციელი კი მის კისერზე მუხლი აქვს მიბჯენილი. ჩანაწერში ისმის ფლოიდის ხმა, რომ ის ვერ სუნთქავს. მოგვიანებით, დამოუკიდებელმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ მამაკაცი კისრისა და ზურგის არეში დაწოლის შედეგად, ასფიქსიით გარდაიცვალა. შემთხვევასთან დაკავშირებით მინეაპოლისის პოლიციის ოთხ ოფიცერს უფლებამოსილება შეუჩერდა. მათგან ერთ-ერთს, დერეკ შოვინს კი ბრალი მკვლელობაში წაუყენეს

იტვირთბა....