შეერთებულ შტატებში, აქციის მონაწილეები სხვადასხვა ტრანფარანტებით გამოდიან. “ვერ ვსუნთქავ” – ასეთი იყო ერთ-ერთი ლოზუნგი. საქმე იმაშია, რომ გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, თუ როგორ ყვირის პოლიციელებით გარშემორტყმული და შებოჭილი ფლოიდი ფრაზას – “ვერ ვსუნთქავ, გამიშვით…”, რის შემდეგაც ის მალე იღუპება. (იხილეთ ვიდეო ქვევით)
გრძელდება საპროტესტო გამოსვლები შეერთებული შტატების სხვადასხვა ქალაქში, სადაც დემონსტრანტები პოლიციელების მიერ მოკლული ჯორჯ ფლოიდის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს აპროტესტებენ. დემონსტრანტები კვლავ შეიკრიბნენ თეთრი სახლის სიახლოვეს. გამოსვლებია ნიუ-იორკშიც. (იხილეთ ვიდეო ქვევით).
საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სამართალდამცველებმა ცრელმსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს.
აშშ-ის პრეზიდენტი მზადაა, საპროტესტო აქციებზე ძალადობის ჩასახშობად ამერიკელი სამხედროები გაგზავნოს.
შეგახსენებთ, ავტომანქანა, რომელშიც ჯორჯ ფლოიდი იჯდა პოლიციელებმა საეჭვოდ მიიჩნიეს. ფლოიდმა მას წინააღმდეგობა გაუწია, რის გამოც, როგორც სამართალდამცველები აცხადებენ, საჭირო გახდა ძალების მობილიზება. დაკავების მომენტში კი ჯორჯ ფლოიდი დაიღუპა.