ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ჯორჯ ფლოიდი კორონავირუსით იყო დაინფიცირებული

ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ჩატარებული სამედიცინო ექსპერტიზის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამია, რომ აფროამერიკელი გულის გაჩერების შედეგად დაიღუპა.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ფლოიდს ჰქონდა მრავალი სისხლჩაქცევა და ჭრილობა თავის არეში, სახეზე, პირზე, მხრებზე, მკლავებსა და ფეხებზე, მაგრამ ექსპერტიზამ ვერ აღმოაჩინა მტკიცებულება, რომ მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი უშუალოდ რომელიმე ეს დაზიანება იყო.

ასევე, ანგარიშის თანახმად, ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების პირდაპირი მიზეზი არც პოლიციელის მიერ მის კისერზე ფეხის დაჭერა გამხარა.

გვამის გაკვეთამ ასევე აჩვენა, რომ ფლოიდს ჰქონდა გულის დაავადება და მაღალი წნევის ისტორია.  გარდა ამისა, აუტოფსიით დადგინდა, რომ ჯორჯ ფლოიდი კორონავირუსით იყო დაინფიცირებული, თუმცა, არ არსებობს იმის ვარაუდის საფუძველი, რომ მისი გარდაცვალების მიზეზი კორონავირუსი იყო.

გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ ფლოიდი მიწაზე წევს, პოლიციელი კი მის კისერზე მუხლი აქვს მიბჯენილი. ჩანაწერში ისმის ფლოიდის ხმა, რომ ის ვერ სუნთქავს. მოგვიანებით, დამოუკიდებელმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ მამაკაცი კისრისა და ზურგის არეში დაწოლის შედეგად, ასფიქსიით გარდაიცვალა. შემთხვევასთან დაკავშირებით მინეაპოლისის პოლიციის ოთხ ოფიცერს უფლებამოსილება შეუჩერდა. მათგან ერთ-ერთს, დერეკ შოვინს კი ბრალი მკვლელობაში წაუყენეს

იტვირთბა....