ახალი ამბები მთავარი მსოფლიო სამართალი

მამაკაცმა პოლიციელს უკბინა, რის გამოც სასამართლომ 2 წელი და 8 თვე მიუსაჯა

შემთხვევაზე, რომელიც რუსეთში, კერძოდ კემეროვოს ოლქში მოხდა, რუსეთის საინფორმაციო საშუალებები საკმაოდ ვრცლად აშუქებენ. ქალაქ იუგრაში 35 წლის მამაკაცს 2 წლით და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს და მკაცრი რეჟიმის კოლონიაში გაამწესეს იმის გამო, რომ მან პოლიციელს უკბინა. ამის შესახებ ტელეკომპანია “დოჟდი” იუწყება.

საქმის მასალების მიხედვით ირკვევა, რომ აწ უკვე მსჯავრდებულს ნასვამ მდგომარეობაში ქუჩაში ეძინა. გამვლელმა ჩათვალა, რომ ის ცუდად იყო და სასწრაფოს გამოუძახა. სასწრაფომ თავის მხრივ პოლიციას უხმო და შესაბამისი შემოწმების შემდეგ სამართალდამცველებმა ნასვამ მოქალაქეს განყოფილებაში გაყოლა თხოვეს. მამაკაცმა პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია და გაქცევა სცადა. სამართალდამცველები დაედევნენ და დაკავების მომენტში მოქალაქემ ერთ-ერთ პოლიციელს ხელზე უკბინა, რის გამოც ის განყოფილებიდან აღარ გამოუშვიათ.

იტვირთბა....