ახალი ამბები მთავარი ციტატა

“გიორგი კვირიკაშვილი და ევროპული საქართველო ძალიან შეხმატკბილებულად თანამშრომლობდნენ.. გახარიას კი ფიანდაზები დაუგეს და სატოპკეები აუგდეს..” – ჭიჭინაძე

პრემიერის მოსმენისას “ევროპული საქართველოსგან” მწვავე კითხვები არ დასმულა. ევროპულმა საქართველომ როგორი ფიანდაზები დაუგო და ჟარგონით რომ ვთქვა, რა “სატოპკეები აუგდო”. შეხედეთ პირველ მოსმენას, როგორი ხორხოცით და როგორი ერთმანეთის მოფერებით მიდიოდა… მეორედ რომ იყო მოსული, თვითონაც მიხვდნენ, ისეთი ტკბილი საუბარი ჰქონდათ იმ 11 საათის განმავლობაში, რომ საზოგადოებაც დაღალეს და ყველაც დაღალეს.”

დავით ჭიჭინაძე – დამოუკიდებელი დეპუტატი

აღნიშნული განცხადება ჭიჭინაძემ, “მთავარი არხის” ეთერში გააკეთა.

როგორც ჭიჭინაძე აცხადებს, გიორგი კვირიკაშვილი და “ევროპული საქართველო” ძალიან შეხმატკბილებულად თანამშრომლობდნენ. მისი თქმით, ყველა ბიზნესი, რომელიც “ევროპულ საქართველოს” აქვს, ახლაც მუშაობს და შეცვლილი მხოლოდ მათსა და მთავრობას შორის გაყოფის პროპორციაა.

იტვირთბა....