ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

29 მაისისიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტები შეცვლილი პრინციპით იმუშავებენ

თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, საზოგადოებრივ ტრანსპორტს 29 მაისის შემდეგ შეცვლილი პრინციპით მოუწევს მუშაობა.

როგორც ხმალაძე აღნიშნავს, მგზავრთა გადაადგილებას  გააკონტროლებენ როგორც მუნიციპალური სამსახურები, ასევე საპატრულო პოლიციის ქვედანაყოფები.

“პირველ ეტაპზე არცერთ შემთხვევაში არ გამოგვივა, რომ საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა იმ რეჟიმში იმუშაოს, როგორც იანვარში ან გასულ წელს მუშაობდა. გარკვეული შეზღუდვები იქნება, მაგალითად, დაცული იქნება მძღოლი ბარიერით, იქნება პირბადეები მოთხოვნილი და ამას გააკონტროლებენ როგორც მუნიციპალური სამსახურები, ასევე საპატრულო პოლიციის ქვედანაყოფები, განსაკუთრებით მეტროს შემთხვევაში.

ჩვენი თანამშრომლები იმოძრავებენ როგორც ტრანსპორტში, ასევე მოხდება გაჩერებებიდან გაკონტროლება. ჯერჯერობით ახალი დავალებაა, რომ შეიძლება მოგვიწიოს რაოდენობრივი კონტროლის დაცვა, რომ არ მოხდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადავსება“, – განაცხადა ხმალაძემ.

ცნობისთვის, ყველა სახის საზოგადოებრივი ტრანსპორტი მუშაობას 29 მაისიდან განაახლებს.

იტვირთბა....