მთავარი ციტატა

“იმისათვის, რომ არ მივიღოთ შემოდგომაზე ის, რაც ძალისხმევის შედეგად თავიდან ავიცილეთ გაზაფხულზე, ჩვენ გაუგებრად ვთვლით”

 “მიუხედავად საგანგებო მდგომარეობის არ გაგრძელებისა, ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ მოვეშვათ და არ დავიცვათ პრევენციული ზომები, რომელიც თავიდან აგვაცილებს შემოდგომაზე ე.წ. მეორე ტალღას, რომელსაც ეპიდემიოლოგები, არა მხოლოდ ჩვენთან, არამედ მსოფლიოს მასშტაბით ელოდებიან. აქედან გამომდინარე, უფრო მსუბუქი პერიოდი, რომელიც, საბედნიეროდ, მთავრობის განხორციელებული პოლიტიკის წყალობით, ჩვენ ყველას გვექნება ივნისში, ივლისსა და აგვისტოში, ცხოვრების უფრო მსუბუქი რეჟიმი არ ნიშნავს იმას, რომ არ უნდა დავიცვათ წესები, უნდა მოვიცილოთ პირბადე თავშეყრის ადგილებში და კიდევ სხვა წესები დავარღვიოთ. იმისათვის, რომ არ მივიღოთ შემოდგომაზე ის, რაც ძალისხმევის შედეგად თავიდან ავიცილეთ გაზაფხულზე, ჩვენ გაუგებრად ვთვლით და, მე პირადად, სასაცილოც მგონია ის უსაგნო დებატები, რაც ჩვენ პარლამენტში ვიხილეთ.”

თეა წულუკიანი – იუსტიციის მინისტრი

ამის შესახებ თეა წულუკიანმა ბრიფინგზე განაცხადა. 

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭრა. კანონპროექტის მიხედვით, მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების დაწესება შეეძლება. თუმცა, კანონპროექტით დაზუსტდა, რომ ცვლილებები ძალაში იქნება დროებით და შესაბამისად, კანონპროექტით გათვალისწინებული საკითხები დროებითი ღონისძიებების გატარებას გულისხმობს.

იტვირთბა....