თავდაცვითი ალიანსის, AUKUS-ის ფარგლებში აშშ, დიდი ბრიტანეთი და ავსტრალია წყალქვეშა დრონების (UUV) ახალ ტექნოლოგიას შეიმუშავებენ, რომლის მიზანი წყალქვეშა კაბელების დაცვა და თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებაა, – ამის შესახებ განცხადება სამი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებმა სინგაპურში, უსაფრთხოების სამიტის ფარგლებში გააკეთეს.
ტექნოლოგია, სავარაუდოდ, მომავალი წლისთვის იქნება მზად.
პროექტის საერთო ღირებულება არ დასახელებულა, თუმცა, როგორც ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ჯონ ჰილიმ განაცხადა, დიდი ბრიტანეთი 150 მილიონ ფუნტს გამოყოფს.
„ძალიან დიდი ხნის განმავლობაში AUKUS-ის ფარგლებში მეტს ვსაუბრობდით და ნაკლებს ვაკეთებდით, მაგრამ ახლა ეს შეიცვალა“, – განაცხადა ჰილიმ.

