აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა ციტატა

დონალდ ტუსკი – სულ უფრო და უფრო მეტი რუსული პროვოკაცია, პოლონეთი, ბალტიის ქვეყნები, ახლა რუმინეთი, ნატო-ში ყველამ საბოლოოდ უნდა დაიწყოს ამ ფაქტების სერიოზულად აღქმა

პოლონეთი, ბალტიის ქვეყნები, ახლა რუმინეთი, სულ უფრო და უფრო მეტი რუსული პროვოკაცია. ნატო-ში ყველამ საბოლოოდ უნდა დაიწყოს ამ ფაქტებისა და სიტყვების სერიოზულად აღქმა, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი სოციალურ ქსელში წერს.

ტუსკის თქმით, ნატო-ს წევრმა სახელმწიფოებმა სერიოზულად უნდა აღიქვან როგორც რუსეთის ქმედებები, ისე რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის, დიმიტრი მედვედევის განცხადებები.

„პოლონეთი, ბალტიის ქვეყნები, ახლა რუმინეთი. სულ უფრო და უფრო მეტი რუსული პროვოკაცია. გუშინ რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ ევროკავშირის მოქალაქეების მშვიდი ძილი დასრულდა. ნატო-ში ყველამ საბოლოოდ უნდა დაიწყოს ამ ფაქტებისა და სიტყვების სერიოზულად აღქმა“, – წერს ტუსკი.

ცნობისთვის, რუმინეთის სასაზღვრო ქალაქ გალატში რუსული დრონი 10-სართულიან კორპუსს შეეჯახა. შედეგად, ორი ადამიანი დაშავდა.

იტვირთბა....